Friday, September 27, 2013

სასწავლო პროექტი,სახელმძღვანელო 111გვ.

1.პროექტის სახელწოდება: პოეზიის ანთოლოგია

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: საყვარელი ლექსების შერჩევა და მათი ავტორების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოძიება

3.პროექტის აქტუალობა: კითხვის სიყვარულის გაღრმავებისა და ანალიზის,სინთეზისა და შეფასების უნარების  განვითარების  თვალსაზრისით აქტუალურია

4.პროექტის მიზნები: თანამშრომლობის გაღრმავება,სხვადასხვა ნაწარმოების გაცნობა და შერჩევა,კრიტიკული სტატიების შექმნა.

5.მოსწავლეთა ასაკი: მე-9 კლასი

6.ვადები/ხანგრძლივობა:1 კვირა

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:4 თემატური ანთოლოგია:1),,საქართველოო ლამაზო.."(სამშობლოს თემა),2),,სიყვარულო, ძალსა შენსა "(სიყვარული),3),, წუთისოფელი ასეა"(ფილოსოფიური ლექსები),4 ),,ბუნება მბრძანებელია"(ბუნების თემა).

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა ავტორთა ნაწარმოებები, ინტერნეტი.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): სამუშაო ჯგუფების შექმნა ინტერესის მიხედვით, სხვადასხვა ავტორთა ნაწარმოებების  გაცნობა, მათ შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და  ბეჭდური ბუკლეტების შექმნა ლექსების ავტორების სურათებითა და  ბიოგრაფიული ინფორმაციებით, მცირე სტატიები: რატომ შეარჩიეს ესა თუ ის ლექსი (ანალიზი,სინთეზი,შეფასება).

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ლიტერატურა,ისტ.;ესგ-IX,1,2,11,12,13.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):დალი ზატიკაშვილი


12;ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dalizatikashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment